logo
ENG



ზელენსკა: რუსმა ტერორისტებმა "სამუშაო კვირა" მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყეს

31 ოქტ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/zdq3hxhzp3nheue.jpg

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსმა ტერორისტებმა „სამუშაო კვირა“ მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყეს.

"დილა მშვიდობისა, ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს, სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად, ფანრით და დენის ბანკით - ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ როდის აღდგება ელექტროენერგია.

რუსმა ტერორისტებმა თავიანთი "სამუშაო კვირა" უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო შეტევით დაიწყეს, მაგრამ ჩვენ მყარად ვდგავართ. ჩვენ ვოცნებობთ, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი და უსაფრთხოებით დაიწყოს," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს. ამასთან, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.


close დახურვა